კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



კომპანია "Georgian Software Development" ("ჯი–ეს–დი") დაფუძნდა 2009 წელს. იგი აერთიანებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, რომლებსაც გააჩნიათ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ქართულ და უცხოურ კომპანიებში. ჩვენი თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ პროგრამებს იყენებენ "ჯეოსელი", "რიკო", "ჯი-ემ-პი", "ფინეთის ავიახაზები" და სხვა ქართული თუ უცხოური ორგანიზაციები.

საქართველოში უკვე ბევრ ფირმაში აუცილებელი გახდა მოქნილი საფინანსო–ანალიტიკური პროგრამების დანერგვა. ამის გათვალისწინებით კომპანია "ჯი–ეს–დი"-ს მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა მაღაზიების, საწყობების, აფთიაქებისა და რესტორნების აღრიცხვიანობის პროგრამები.

ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ გრძელვადიან თანამშრომლობას და ვზრუნავთ იმაზე, რომ კლიენტებმა პროგრამების გამოყენებით სწრაფად და სრულყოფილად შეძლონ თავიანთი ბიზნესის წარმოება. თანამშრომლობის პერიოდში ჩვენ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ პროგრამების მართვაში და მოგაწოდებთ მათ ახალ ვერსიებს, რათა პროგრამები პასუხობდნენ თანამედროვე მოთხოვნებს.